,,ღირსეული პასუხი არამეგობრული ნაბიჯისათვის"- გიორგი გამსახურდია
ღირსეული პასუხი, როგორც მინიმუმ ასეთი არამეგობრული ნაბიჯისათვის, – ასე აფასებს გიორგი გამსახურდია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ.
გამსახურდიას განცხადებით, არათუ მინისტრი, არამედ ნებისმიერი საჯარო მოხელე რომ ფინეთის დედაქალაქში, საპროტესტოდ შეკრებილ ჯგუფს შეუერთდეს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაიწყოს და ხელისუფლება გააკრიტიკოს, შედეგი იმაზე უარესი იქნება, ვიდრე ნებისმიერს წარმოუდგენია.
,,ღირსეული პასუხი, როგორც მინიმუმ ასეთი არამეგობრული ნაბიჯისათვის.
წარმოდგენილი გაქვთ, არა მინისტრი, არამედ ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე ან უბრალო მოქალაქე, რომ ჰელსინკში, საპროტესტოდ შეკრებილი მცირე (თუნდაც მრავალრიცხოვანი იყოს) ადამიანების ჯგუფთან მივიდეს და ფინეთის შიდა საქმეებში ჩარევა დაიწყოს და ხელისუფლება გააკრიტიკოს? შედეგი იქნება იმაზე უარესი, ვიდრე ნებისმიერ თქვენთაგანს წარმოუდგენია.
აი ამას მიაჩვიეს, ეშმაკმა უწყის ვისმა ვასალებმა ედიკამ და მიშამ ეს ხალხი… ოღონდ გარეთ გული მოეგოთ და შიგნით ძალაუფლება შეენარჩუნებინათ და ქვეყნის ინტერესებს, ვისაც არ ეზარებოდა, ყველას ათელინებდნენ.
აღარ გამოვა ეგრე, შეიგნოს ყველამ, დაიხურა “ლავკა” და ეს სახელმწიფოა.” – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა