“სალომე ზურაბიშვილის მიერ პრაღაში გაჟღერებულმა საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელები გეგმა; არის სიჩუმე, რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს?” – პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“5-7 ათასმა ადამიანმა, ვინც იქ იდგა, ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, წავედით და ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებიო. წავიდნენ ჩასაბარებლად და დაიწყეს გასაღების ჩაბარება, პოლიციამ გამოაგდო და ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული პრეზიდენტის სასახლის ტერიტორია და ღობეში რატომ არ იყო დენი გატარებულიო.
საბოლოო ჯამში, რისი თქმა უნდა ოპოზიციას ან მის მედიას – “ჩვენ რომ გიჟები ვართ, ვიცით და რატომ არ გაგვაჩერეთ ნაღმებით და ტყვიამფრქვევებითო”. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრაღაში გაჟღერებულმა საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელები გეგმა. ამიტომ არის სიჩუმე, რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს? რატომ არ გმობს ევროკავშირის ელჩი? როცა შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, ჰკითხეთ, შარშან ჩვენი საარჩევნო ბანერები რომ დაგმო, ვინ ეკითხებოდა? წელს იმ პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რომელსაც ისინი აბარებენ რწმუნებათა სიგელს, რომელიც არის მათი მასპინძელი ამ ქვეყანაში, ამ სასახლის ძალადობრივ შტურმს იმ ჯგუფების მიერ, რომელიც არის მათი მხარდაჭერილი. დღეს ყველა დაიმალა და კრინტი არ გვესმის“.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა