“ხალხი ციხეში რომ აღმოჩნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს?! რისთვის გაწირეს ეს ხალხი?” - იაგო ხვიჩია
რატომ დავიჯერეთ ის, რომ ბიძინას ქოცები ღალატობდნენ და იმათ იმედად რევოლუცია უნდა მოგვეწყო? ის ხალხი ციხეში რომ აღმოჩნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს?! რისთვის გაწირეს ეს ხალხი? – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წევრები არც 4 ოქტომბერს, და არც 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც უამრავი ადამიანია დაკავებული, არც ხსნიან, თუ რა გეგმა გააჩნდათ, ან/და გააჩნდათ თუ არა საერთოდ.
„შინაარსობრივად, საქართველოს 30 წლის ისტორია არის 4 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე, ხან ეს ხდება, ხან ის ხდება. ჩვენ მართლა არ გავიაზრებთ და არ გამოვიტანთ დასკვნას, რომ რატომ გავყევით სისულელეს, რატომ დავიჯერეთ, საკუთარ თავს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რატომ დავიჯერეთ ის, რომ ბიძინას ქოცები ღალატობდნენ და იმათ იმედად რევოლუცია უნდა მოგვეწყო? რატომ გავუტარეთ პოლიტიკოსებს ის, რომ როდესაც ისინი გეუბნებოდნენ – „გეგმას არა, იქ გეტყვითო“, რომ დაიჭირეს ადამიანები, მერეც რომ არ აღმოჩნდა გეგმა, დღეს რატომ ვუტარებთ? ციხეში გმირებად რატომ ზის ხალხი, რომლებმაც უამრავი ადამიანი საკუთარი ქმედებით ციხეში აღმოაჩინეს და არც კი ხსნიან, არც ამბობენ – რას აპირებდნენ, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი? ვიღაცა რომ შევარდა, და ვიღაცა შეჰყვა – ის ხალხი, ციხეში რომ აღმოჩნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს?! რისთვის გავწირეთ ეს ხალხი? რამე გეგმა არსებობდა, სადაც რისკი ღირდა? გეგმა თუ არ გაქვს, წინასწარ დალაგებულ თამაშში სპექტაკლს თუ დგამ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამის შედეგად ზიანდებიან, რას ერჩი?“.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა