“ეს იყო კარგად ორგანიზებული მთავრობის დამხობის გეგმა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია” - ირაკლი ზარქუა
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჩვენებებს აძლევს თუ როგორ იკრიბებოდნენ და გეგმავდნენ მთავრობის ჩამოგდებას,“- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„არის ჩვენებები, მათ შორის ჩერგოლეიშვილი რასაც ჰყვება. ესენი ერთი გუნდია, ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ახლა ერთმანეთს აბეზღებენ, ჩვენებებს აძლევენ თუ როგორ იკრიბებოდნენ, გეგმავდნენ მთავრობის ჩამოგდებას. ახლა ეშინიათ და ყველა ერთმანეთს ემიჯნება. ეს იყო კარგად ორგანიზებული მთავრობის დამხობის გეგმა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, შესაბამისი სტრუქტურები ჩართულები არიან და ასეთი ქმედებები არავის ეპატიება“.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო