“დღესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მზად ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები – მნიშვნელოვანია, რომ იყოს მეგობრობაც და არა ისე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდი გავსრისოთ” - კახა კალაძე
დღესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ეს ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უნდა იყოს მეგობრობაც, პარტნიორობაც ორმხრივი და არა ისე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდი გავსრისოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით განაცხადა.
„ულტიმატუმებს ვისმენთ ამდენი ხნის განმავლობაში. ცოტა უკან რომ დავბრუნდეთ, ჯერ იყო კანდიდატის სტატუსით აშანტაჟებდნენ და აჯანჯღარებდნენ ქვეყანას, ამასაც იყენებდნენ იმისთვის, რომ რევოლუცია მოეწყოთ. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ქართველები კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. მერე იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემით მანიპულირება. ახლა ვიზალიბერალიზაციის თემა. ევროინტეგრაციის გზაზე ასოცირების ხელშეკრულებაა გაფორმებული, რასაც საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება თანმიმდევრობით და ყველა საჭირო რეფორმა იქნება, თუ წინ გადასადგმელი ნაბიჯი, ზედმიწევნით ვასრულებთ.
ნახეთ ყველა ობიექტური განცხადება, შეფასება რაც კეთდება, ყველა კრიტერიუმით საქართველო არის მოწოდების სიმაღლეზე ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელსაც დღეს კანდიდატის სტატუსი აქვს, თუ მოლაპარაკებებს უხსნიან. ყველა ქვეყანაზე გაცილებით წინ ვართ, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე სიცრუე, ცილისწამებაა. უბრალოდ გაღიზიანებულები, გაგიჟებულები არიან, რომ ქართველმა ხალხმა ის ბოროტება დაამარცხა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის როგორც საპარლამენტო არჩევნებში, ახლა აგერ თვითმმართველობის არჩევნებში.
დღესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ეს ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უნდა იყოს მეგობრობაც, პარტნიორობაც ორმხრივი და არა ისე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდი გავსრისოთ. ჩვენი ინტერესები გავატაროთ საქართველოს და ქართველი ხალხის ხარჯზე. არ გამოვა ასე“.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა