“ოპოზიციის წევრებმა 2 წამში გაყიდეს ერთმანეთი” - ირაკლი ზარქუა
„ოპოზიციის წევრებმა 2 წამში გაყიდეს ერთმანეთი,“- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„ახლა ემიჯნებიან ერთმანეთს. ერთმა თქვა, მე საერთოდ არ ვიცნობ მასო, მეორემ თქვა, მე სახლში მეგონაო, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, როგორ ეგონა სახლში. მესამემ თქვა, მე გრიპი მქონდაო, მეოთხემ – მე თავიდანვე არ მომწონდა ეს გეგმაო – მაშინ, როდესაც ყველა ეს პირი და სხვებიც ერთმანეთს აქეზებდნენ და ხალხს, ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, „რუსთაველზე ჩამოდით, 4-ში უნდა დავიწყოთ, 4-ში უნდა დავამთავროთ, ჩამოვამხოთ ეს მთავრობა“. 2 წამში გაყიდეს ერთმანეთი და წარმოიდგინეთ ესენი ხელისუფლებაში”.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს