“ამ ძალებს სერიოზულად აღარ აღვიქვამთ, სარჩელი იქნება შეტანილი - „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით უნდა ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას, სატელიტები სარჩელში დაკონკრეტდება” - გურამ მაჭარაშვილი „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე
ჩვენ ამ ძალებს [“ლელო - ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის”] უკვე სერიოზულად აღარ აღვიქვამთ, სულ რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება სარჩელი შეტანილი - შესაბამისად, “ნაცმოძრაობა” და თავისი ფილიალები აუცილებლად გაუქმდებიან, როგორც პოლიტიკური პარტიები - ამას დიდი მსჯელობა არ დასჭირდება - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, “ლელო - ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის”, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული არიან, ეს საგამოძიებო კომისიაზე დადასტურდა.
„მიკვირს, "ლელო-გახარიას" პოლიტიკურ ნაბიჯებში ლოგიკას რომ ეძებთ. თუ ამას ხუმრობით კითხულობთ, გეტყვით, რომ მათ თავიდანვე არ სჯეროდათ, რომ საკრებულოებში სერიოზული კვოტები ექნებოდათ. ისინი ამბობდნენ, რომ მონაწილეობას რევოლუციაშიც იღებდნენ და არჩევნებშიც. ანუ, ე, მანდ, თუ რაიმე 16:00 საათის შემდეგ გადატყდებოდა, შემდეგ რევკომის მხარეს დადგებოდნენ. ამის ილუზია არავის ჰქონდა, მაგრამ მათი მარცხის მიზეზი იმაშია, რომ ეს ხალხი ერთმანეთს არ ენდობა. მანჯგალაძემ თქვა, სურათის გადაღების გარდა საერთო არაფერი გვქონდაო. ჩვენ ამ ძალებს [“ლელო - ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის”] უკვე სერიოზულად აღარ აღვიქვამთ. რამდენიმე დღეში, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი იქნება შეტანილი. დროებით საგამოძიებო კომისიაზე უამრავი მტკიცებულება იყო და 4 ოქტომბერი ზედ დადებული მტკიცებულება იქნება, რომ ეს ხალხი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის. შესაბამისად, “ნაცმოძრაობა” თავის ფილიალებთან ერთად აუცილებლად გაუქმდება, როგორც პოლიტიკური პარტიები. ამას დიდი მსჯელობა არ დასჭირდება. რატომ უნდა გვაინტერესებდეს ასეთი ე.წ პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები თუნდაც დღეს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, მოხვდება თუ არა საკონსტიტუციო სარჩელში “ლელო ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის”, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ “ნაცმოძრაობა” თავისი სატელიტებით აუცილებლად უნდა ჩამოსცილდნენ ქართულ პოლიტიკას, ხოლო სატელიტები სარჩელში დაკონკრეტდება.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ის, რომ სამწუხარო მოცემულობაა, რომ “ნაცმოძრაობასთან” ისინი აფილირებული არიან, რაც კომისიაზე დადასტურდა. მათ შორის - “ლელოც” და გახარიაც. საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად მე ვერ ვიმსჯელებ. “ნაცმოძრაობა” თავისი სატელიტებით აუცილებლად უნდა ჩამოსცილდნენ ქართულ პოლიტიკას. სატელიტებს დაგიკონკრეტებთ სარჩელში. მერე გთხოვთ, რომ სარჩელი წაიკითხეთ, იმეცადინეთ და მობრძანდით”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა