“ელჩი რომ არ გამოვა და ასეთ ცეცხლწაკიდებულ, ღობედანგრეულ პრეზიდენტის სასახლესთან კომენტარს არ გააკეთებს, ნიშნავს, რომ ეს სწორედ მათი მხრიდანაა დაფინანსებული” – მაჭარაშვილი
“უცხოური ძალა, რომელიც საქართველოს და ხელისუფლებას ებრძვის, 4 ოქტომბრის შემდეგ დაფიქრდება და, სულ მცირე, გარკვეულ მოლაპარაკებებს დაიწყებს ან რაღაც ფორმატს შეცვლის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ვეღარც კარგი კომენტარი გააკეთეს და ვეღარც – ცუდი. ელჩი რომ არ გამოვა და ასეთ ცეცხლწაკიდებულ, ღობედანგრეულ პრეზიდენტის სასახლესთან კომენტარს არ გააკეთებს, ნიშნავს, რომ ეს სწორედ მათი მხრიდანაა დაფინანსებული. ვფიქრობ, მათი მხრიდან გარკვეული გადატვირთვები უნდა დაიწყოს, რადგან ქართველი ხალხის მყარი პოზიცია დაინახეს. „ნაცმოძრაობის“ და მათი ფილიალის წარმომადგენლებმა აღიარეს და თქვეს, იმდენი ხალხი არ მოვიდა რომ ხელისუფლებას უკან დაეხიაო. იცით, რატომ არ მივიდა? – საქართველოში, შეიძლება, ხელისუფლებას პოლიტიკად უჭერდე მხარს ან არა, მაგრამ ამ ხალხს რევოლუცია არ უნდა. არჩევნებზე მივა და ხმას მისცემს იმას, ვინც უნდა რომ ხელისუფლებაში იყოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს