15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე 35 139 ამომრჩეველი მივიდა
15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე 35 139 ამომრჩეველი მივიდა.
როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი აცხადებს, ეს რეგისტირებული ამომრჩევლის 22.98%-ია. გასულ თვითმმართველობის არჩევნებზე ამ დროის აქტივობა 28% იყო.
ასევე ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე შეფერხება არ ყოფილა.
დარღვევები არ დაფიქსირებულა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ქუთაისში 77 საარჩევნო უბანია გახსნილი.
არჩევნებში მონაწილეობას 12 პარტია იღებს, მათგან რვას აქვს ქუთაისში წარმოდგენილი პარტიული სიები, ხუთს მაჟორიტარობის 36 კანდიდატი და სამს მერობის კანდიდატები.
ოპოზიციის დიდი ნაწილი და სამოქალაქო სექტორი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს და ადგილოვრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ამ მოთხოვნით 300 დღეზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მასშტაბური საპროტესტო აქცია დღეს 16:00 საათიდანაა თბილსიში დაგეგმილი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს