“ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ისეთი პროვოკაციის დაგეგმვას, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში – არავის ვურჩევ ამის არათუ გაკეთებას, გაფიქრებასაც კი, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ” - მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის აქციაზე
“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი, რამდენიმე შიდა ჯგუფი, სერიოზულად მსჯელობს იმაზე, რა შეიძლება მოახდინონ ისეთი, რამაც შეიძლება საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს. იმიტომ, რომ ფონი ქვეყანაში არ არის ისეთი, რაც თუნდაც წინა პერიოდებში იყო, როდესაც საპროტესტო აქციები იმართებოდა”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციას სჭირდება ადამიანებში ემოციის გამომწვევი რაიმე ქმედების დაგეგმვა, თუმცა, სუს-ის უფროსი აღნიშნავს იმასაც, რომ ამის არათუ გაკეთებას, არამედ გაფიქრებასაც კი არავის ურჩევს, რადგან სახელმწიფოს პასუხი მძიმე იქნება.
“ჩვენი ინფორმაციით, მათ სჭირდებათ ისეთი რაღაცის დაგეგმვა, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში და არავის ვურჩევ ამის გაკეთებას. არა თუ გაკეთებას, გადაჭარბების გარეშე, გაფიქრებასაც არ ვურჩევ ამის, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ და არ მგონია, რომ ეს პასუხი და სამართლებრივი რეაგირება მოეწონოს რომელიმე მათგანს. ამიტომ, თუ რამის გაპროტესტება უნდათ, გააპროტესტონ, ოღონდ კანონის ჩარჩოდან ნუ გავლენ – ეს იქნება ჩემი კიდევ ერთი დამატებით რჩევა. არჩევნებსაც ჩაატარებს ეს ქვეყანა ღირსეულად, გამოწვევებსაც გავუმკლავდებით და ქართული, უკვე შემდგარი ძლიერი სახელმწიფო, კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა