“ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ძალიან გაგვიიოლა საქმე, იდეალური სურათი დალაგდა ჩვენთვის, ამიტომ ძალიან მარტივად ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს” - ირაკლი კობახიძე
ჩვენი მიზანი – 64/64-ზე, პრაქტიკულად, უკვე გარანტირებულად არის შესრულებული, 64-ვე მუნიციპალიტეტში ვაპირებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს კვლევებიც ამის მორიგი დასტურია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც GORBI-ის კვლევას შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ხელისუფლებას საქმე ძალიან გაუიოლა.
„ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ძალიან გაგვიიოლა საქმე, როგორც იმ ორმა პარტიამ, რომლებმაც არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ასევე იმ ორმაც, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში. იდეალური სურათი დალაგდა ჩვენთვის, ამიტომ ძალიან მარტივად ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო