“ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები და ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ” - ირაკლი კობახიძე
“ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები და ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ იდარდებს ბიძინა ივანიშვილი,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საფრანგეთის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიციირებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს რეზოლუცია არის ტრაგიკული მოვლენა და ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ ვითარებაზე მიუთითებს.
“რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილი ისევ კვდება და საქართველოში არის ავტორიტარული მმართველობა, თქვენს შეკითხვებზე მეტად არასერიოზულიც კი არის ის რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთში ინიციირდა. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ ვითარებაზე მიუთითებს,”- განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო