“ჩვენი დაბრუნების გზა გვესახება, რომ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაა - ამისთვის საჭიროა საქართველოში გაბატონებული რუსეთის მეხუთე კოლონის, რუსული ბანდის საქართველოს ხელისუფლებიდან ჩამოცილება” - გიორგი ბარამიძე
32 წლის წინ, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა სოხუმის ოკუპაცია მოახდინეს, დღეს ჩვენ აქ ვართ გმირთა მემორიალზე, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები და მათ წინაშე კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ სოხუმი საქართველოა, აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტი და მტერია და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ პირობა - ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციას გამოიწვევს.
„დღეს 27 სექტემბერია, 32 წლის წინ, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა მოახდინეს სოხუმის ოკუპაცია. დღეს ჩვენ აქ ვართ გმირთა მემორიალზე, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები და მათ წინაშე კიდევ ერთხელ ვთქვათ - სოხუმი საქართველოა, აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტი და მტერია და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ პირობა, რომ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით და ჩვენი დაბრუნების გზა გვესახება, რომ არის საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია და ამის მეშვეობით საქართველო შეძლებს თავის მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად მოახდინოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ყველა დევნილის და ლტოლვილის თავის სახლ-კარში დაბრუნება, ამისათვის კი საჭიროა საქართველოში გაბატონებული რუსეთის მეხუთე კოლონის, მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის საქართველოს ხელისუფლებიდან ჩამოცილება, ამიტომ ეს ყველაფერი არის ურთიერთკავშირში და ჩვენი ვალია საქართველო გავათავისუფლოთ ჯერ თბილისში და შემდგომ გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც მიგვიყვანს სოხუმამდე, სოხუმისა და აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ასევე ბუნებრივია დეოკუპაციამდე და გათავისუფლებამდე“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს