“ორი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა ემსახურება იმის დადასტურებას, რომ ჩვენმა პარტიებმა შეძლო საზოგადოების დაკვეთის შესრულება, რაც არის შეთანხმება არჩევნებისთვის” - ირაკლი კუპრაძე
ორი მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის ლიდერების შეხვედრა ემსახურება კიდევ ერთხელ იმის დადასტურებას, რომ ჩვენმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო საზოგადოების რეალური დაკვეთის შესრულება, რაც არის შეთანხმება და კოორდინაცია 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის,- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა რომ პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს.
მისივე თქმით, ხელის ჩამორთმევა და თანამშრომლობა კიდევ ერთი დასტურია, რომ იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, რომელიც ხალხის რეალურ საჭიროებებზე საუბრობს და იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
„მემორანდუმი, რომელიც გავაფორმეთ კეთილსინდისიერად და სრული პასუხისმგებლობით მოქალაქეებისადმი, შესრულებულია. ჩვენ შევძელით მთელი საქართველოს მასშტაბით მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების შეთანხმება, დასახელება, ბრძოლაში შესვლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
ხელის ჩამორთმევა, თანამშრომლობა, მემორანდუმი ორ პოლიტიკურ გუნდს შორის „ძლიერი საქართველო ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ და მისი ლიდერების მხრიდან, კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა და გუნდი, რომელიც საუბრობს ხალხის რეალურ საჭიროებებზე, იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ბრძოლის ველზე.
მადლობა ორივე პოლიტიკურ ლიდერს, ორ პოლიტიკურ გუნდს იმისთვის რომ ეს მხარდაჭერა თბილისის მერობის კანდიდატობაზე მაქვს და მაქსიმალურად ვეცდები თბილისელების ინტერესები და მათი მხარდაჭერა წარმატებული იყოს, ივანიშვილი დამარცხდეს დედაქალაქში“,- აღნიშნა კუპრაძემ.
შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ მათ პოლიტიკურ პარტიებს შორის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმი შედგა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა