“4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იქნება, სხვა რა ფანტაზიები ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს, რა ესიზმრება პაატა ბურჭულაძეს და რა მოლოდინები აქვთ სხვებს, ამას ვერ გეტყვით” – მაჭარაშვილი
“4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იქნება, სხვა რა ფანტაზიები ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს, რა ესიზმრება პაატა ბურჭულაძეს და რა მოლოდინები აქვთ სხვებს, ამას ვერ გეტყვით. სახელმწიფოს პოზიციაა, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, შესაბამისი რეაგირება იქნება”, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, “უკვე აღარ მალავენ და ღია დაპირისპირებაზე მიდიან, ცეცხლი წაუკიდეს იმ შენობას, მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს პოლიციელს”.
“როგორც წესი, თუ რევოლუციური ჟინია, ქუჩაში გამოდის, მაგრამ არანაირი რევოლუციის ჟინი არ არსებობს, მათ დაპირისპირება იმიტომ სურთ, რომ არჩევნები ყველგან წააგეს. ახლა ამ არჩევნებსაც წააგებენ. ქუჩა წააგეს, მხარდაჭერა არ აქვთ და ახლა მითურ სამყაროში არიან გადასული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს