ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ამის შესახებ ცესკოს ინფორმაციაშია ნათქვამია.
საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი.
„რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულ რეგისტრირებულია 2228 კანდიდატი, მათ შორის, თბილისში – 160. საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია 32 .
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ. პოლიტიკურ გაერთიანებებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარედგინათ პარტიული სიები. ამასთან, მათ მიეცათ საშუალება მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დისტანციურად წარედგინათ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს