ოკუპირებულ აფხაზეთს სირიასთან საზღვაო მიმოსვლის დამყარება სურს
სოხუმში განიხილავენ საზღაო მიმოსვლის დამყარების შესაძლებლობას სირიის პორტებთან.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი თეიმურაზ მიქვაბია აცხადებს, მხარეები სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირის საკითხებს განიხილავენ.
„ჩვენ უკვე არაერთ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი [სირიის არაბულ რესპუბლიკასთან] მთავრობისა და უწყებების დონეზე და ასევე ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კავშირებზე. მომავალში, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ საჰაერო კავშირების საკითხს, რადგან დამასკში აეროპორტი ფუნქციონირებს. მიმაჩნია, რომ ჩვენსა და სირიის პორტებს შორის პირდაპირი საზღვაო კავშირების შესაძლებლობა შესაძლოა სასარგებლო იყოს როგორც ჩვენთვის, ასევე სირიული მხარისთვის“, - თქვა მან.
მიქვაბიამ გაიხსენა, რომ აფხაზური დელეგაცია დამასკის 62-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრები გაიმართა "აფხაზეთის მთავრობის" წარმომადგენლებთან.
სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წელს აღიარა, რის შემდეგაც საქართველომ დამასკთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. სირიის დედაქალაქში "აფხაზეთის საელჩო" 2020 წელს გაიხსნა.
საქართველომ თურქეთს მიმართა თხოვნით ეშუამავლა სირიის ახალ მთავრობასთან მოლაპარაკებებში, საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "აღიარების" გაუქმებასთან დაკავშირებით. მსგავსი მოწოდებებით სირიის ხელისუფლებას ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასევე აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიმართეს, დამასკს ამ მოწოდებებზე კომენტარი არ გაუკეთა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს