ამ გვერდის ამობედვა

“თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს - აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს, ან შევიდეს სადაც რეგისტრირებული არ არის - სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯებიან” - ირაკლი კუპრაძე

თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს - აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს, ან შევიდეს ისეთ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული არ არის - სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯებიან, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აპირებს.

 

„ჩვენ ველოდებით რომ ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება სამართლიანი არჩევნები. ეს არჩევნები არ არის უკვე სამართლიანი იმ პირობებში, როცა პოლიტიკური ლიდერები საპატიმროში სხედან. მარტივი მოცემულობაა - ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ველზე. მათ შორის, თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს, რომლითაც აღვწერთ რეალურ გაყალბებას, რასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს. რაც 2024 წელს 20-მა პროდასავლურმა პარტიამ ვერ შეძლო, რომ დაეყენებინა კამერები ან გამოგვეთხოვა სამაგიდო სიები, ჩვენ ახლა ერთი პოლიტიკური პარტია ვახერხებთ ამას. თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე იქნება დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელიც სრულყოფილად აღწერს ყველა იმ პირს, რომელიც საარჩევნო უბანზე შევა. აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს, აბა, გაბედოს ვინმემ რომ შევიდეს ისეთ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული არ არის. ყველას ჩანაწერი ფიზიკურად გვექნება ჩვენ და სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯებიან ის პირები, რომლებიც შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არ არიან ჩაწერილი, შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ერთხელ უკვე ნაყოფები არიან. გაყალბების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ,“ - განაცხადა კუპრაძემ.

წაკითხვა 231 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 22 2025

სიახლეები