“სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და იქ გამდიდრდნენ, ზოგმა მოიხადა სასჯელი, მაგრამ ისევ ფუფუნებაში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ფული სადღაც ჰქონდათ გადამალული” - შალვა პაპუაშვილი
,,სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და იქ გამდიდრდნენ, ზოგმა მოიხადა სასჯელი, მაგრამ ისევ ფუფუნებაში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ფული სადღაც ჰქონდათ გადამალული”,- ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„დეკლარაციის ვალდებულების შევსება ყველას აქვს. თუ ვინმე რაიმეს დამალავს, შემდეგ ამის გადამოწმების საშუალება არის და შესაძლებლობაც. მთავარი არის ერთი რამ, რომ არავის ჰქონდეს იმის მცირე იმედიც კი, რომ ხალხის ფულს მოიპარავს, ან საკუთარ თანამდებობას გამოიყენებს იმისთვის, რომ ფინანსური სარგებელი ნახოს. შეგუებული უნდა იყოს იმას, რომ მხილებული იქნება და გარკვეულ წლებს ციხეში გაატარებს. იმ იმედით, რომ შემდეგ გადამალულ ფულს რომ გამოვა შემდეგ გამოიყენებს, არავინ უნდა იყოს, ამიტომ 30-წლიანი ვალდებულება იმ პირებისთვის, რომლებიც მხილებულები იქნებიან დანაშაულში, რომ შეავსონ დეკლარაცია, ზუსტად იმისთვის არის, რომ გამოჩნდეს ყველა მათი ქონება და რაც არ გამოჩნდება, შესაძლებლობა გვქონდეს რომ ჩავეძიოთ ამ ყველაფერში. ვხედავთ, რომ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და იქ გამდიდრდნენ, ზოგმა მოიხადა სასჯელი, მაგრამ ისევ ფუფუნებაში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ფული სადღაც ჰქონდათ გადამალული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე