“ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის წარმომადგენლების საგარეო ვოიაჟებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიცია ურთიერთობს არა ხალხთან, არამედ დამკვეთებთან დავალებების მისაღებად ჩადის.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ანგარიშს ვაბარებთ, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის – ზოგი ევროპაშია, ზოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგი ჩრდილოეთში ჩადის და იქიდან დაკვეთებს იღებენ. აი ეს არის განსხვავება – ვინ ემსახურება ქართულ ინტერესებს და ვინ თავის პატრონებს სხვადასხვა ქვეყნიდან“, – განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე