“შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
„შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო, 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება თუ არ იქნება გადაცემული, გამობრძანდეს და იმღეროს „ღვინოვ კახურო“, რაც შეიძლება, კარგად გამოუვიდეს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იციან, რომ „ნაცმოძრაობას“ და მათ ფილიალებს არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვთ. ამის ფონზე შეიძლება, არეულობის, ძალადობრივი აქციების გარკვეული მცდელობები იყოს, მაგრამ ისიც კარგად ჩანს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა.
„შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება პაატა ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს, რაც შეიძლება, კარგად გამოუვიდეს. დავნაძლევდეთ და ვნახოთ, 20:00 საათზე ხელისუფლება იქნება თუ არა გადაცემული. თუ ასე არ იქნება, გამობრძანდეს და სადაც უნდა, იქ იმღეროს ეს სიმღერა. ის პროცესები, რომელიც უცხოელებს აქვთ დაგეგმილი, არც პაატა ბურჭულაძის და არც სხვა აქტივისტების დონეზე არ წყდება. ვიცით, რომ ძალადობრივი აქციები, რევოლუციური სცენარები არა აქ, არამედ უცხოეთში იგეგმება. ბუნებრივია, შესაბამისი უწყებები კარგად ფლობენ ვითარებას. როგორც წინა პერიოდში, ახლაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე მოხდება იმის განეიტრალება, რაიმე ძალადობრივი თუ იქნება აქციაზე. ვხედავთ, იციან, რომ „ნაცმოძრაობას“ და მათ ფილიალებს არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვთ. ამის ფონზე შეიძლება, არეულობის, ძალადობრივი აქციების გარკვეული მცდელობები იყოს, მაგრამ ისიც კარგად ჩანს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, სახელმწიფო ინსტიტუტებით. რაც მთავარია, საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან მშვიდობიან პროცესს მორალური მხარდაჭერა აქვს და ვერავინ ვერაფერს შეძლებს, შესაძლოა, უბრალოდ მცდელობები იყოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ჭკუა თუ შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ 4 ოქტომბერს აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში. რვა საათზე უკვე გადმობარებული უნდა იყოს ხელისუფლება“.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე