“2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
რიცხვები, თავისთავად, ყველაფერზე მეტყველებს: 2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დევნილი ოჯახების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მილიონიდან 240 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.
„10-ჯერ არის გაზრდილი წლიური ინვესტიციების მოცულობა. თავის დროზე, 25 მლნ იყო წლიური ბიუჯეტი რაც ამ მიმართულებით იხარჯებოდა და ეს 25 მლნ არის 240 მლნ ლარამდე გაზრდილი. ესეც, თავისთავად, მეტყველებს დამოკიდებულების ცვლილებაზე ძველი ხელისუფლების შემდეგ – ახალი ხელისუფლების პირობებში. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველ რიგში დევნილებს მინდა, მოგილოცოთ ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი და მინდა, გისურვოთ ბედნიერად ცხოვრება ახალ, ღირსეულ საცხოვრებელში. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ეს არ არის, ჩვენი მთავარი მიზანია დაბრუნება აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ყველას მინდა, გისურვოთ, საბოლოოდ, აფხაზეთში დაბრუნება და იქ ბედნიერად ცხოვრება თქვენს ოჯახებთან ერთად,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე