“ერთადერთი, ვინც უნდა დასანქცირდეს, თუკი ვინმეს კანონის უზენაესობა აინტერესებს, გახლავთ თავად ელენე ხოშტარია, რომელიც ექსტრემიზმით არის დაკავებული” – პაპუაშვილი
“ერთადერთი, ვინც უნდა დასანქცირდეს, თუკი ვინმეს კანონის უზენაესობა, დემოკრატია აინტერესებს, გახლავთ თავად ელენე ხოშტარია, რომელიც ექსტრემიზმით არის დაკავებული”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, “მის მიმართ არაერთი ადმინისტრაციული წარმოება იყო ასეთი ექსტრემისტული ქმედებების გამო”.
“გუშინ წინ იყო, თუ არ ვცდები, ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. შესაბამისად, ეს არის სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას დაკავებაზე განაცხადა: „ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება”.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე