“ხაბეიშვილის ტელეფონის დათვალიერება არც გვიცდია” - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის ექსპერტიზა ჯერ არ არის დანიშნული და შესაბამისად ტელეფონი ჯერ არ დაუთვალიერებიათ.
პროკურატურა წერს, რომ ამ განცხადებით პასუხობს „მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, პროკურორმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ მოხერხდა.“
განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურორმა „განმარტა პროცედურა და ტექნიკური დეტალები, რომ ზოგადად „IPhone“-ს მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას.“
„რაც შეეხება პროკურორის კომენტარის არასწორ ინტერპრეტაციას, იგი ემსახურება საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას და უწყების დისკრედიტაციას”, - ნათქვამია განცხადებაში.
ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბს დააკავეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა დანაშაულს ედავება - საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის შეთავაზებას და მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისკენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ და თვლიან რომ ეს დაკავება 4 ოქტომბერს დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციებთან არის დაკავშირებული.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო