ცოტნე გამსახურდია – “რა საზოგადოებაც ვართ, ისეთივე ჯოგი გვაზის თავზე”
ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:
“ასეთი რამე მხოლოდ აქ თუ მოხდება. სულ რაღაც 3 წლის წინ, როცა ბურჭულაძის პარტიიდან იყრიდა კენჭს ლადო კახაძე, აიღო 2,5%, ახლა კი როცა სახელისუფლებო კანდიდატია, იღებს 42%-ს. განა რითი მოხიბლა ამ 3 წელიწადში ხალხი, ტვ-ებში სენეკასი და კონფუცის ფრაზებით პოზიორობამ? ამაშია საქმე. პრობლემის სათავე არის ისევ ხალხი. უპრინციპო, მონური და მერკანტილური სულისკვეთება. ფასობს არა იდეა და იდეალები, არამედ ფული და ძალაუფლების წინაშე მორჩილება.
და კიდევ: ესეც ჩვენი ყბადაღებული მე-3 ძალა. მშვენიერი, ჯანსაღი მე-3 ძალა იყო გრიგოლ გეგელია. (თუნდაც ელისაშვილის კანდიდატიც) მერე? საქმე კი იმაშია, რომ ჩვენთან გონივრული სელექციის პირობებში, ჯანსაღი მე-4 ძალაც მოიპოვება და მე-5_ც. მაგრამ რეალურად მე-3 ძალა ჩვენში გულისხმობს არა განსხვავებულ იდეას, არამედ მაინც და მაინც დიდი ფინანსური რესურსი რომ უნდა უმაგრებდეს ზურგს. შესაბამისად რა საზოგადოებაც ვართ, ისეთივე ჯოგი გვაზის თავზე.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო