კახა კალაძე გედევან ფოფხაძეზე: “ის ყველაფრის მკადრებელი ადამიანია – გერმანიის ელჩისგან რა განცხადებას ელოდებით, ჩვეულებრივი რადიკალია”
„გედევან ფოფხაძე არის უბინძურესი ადამიანი, ყველაფრის მკადრებელი. მისგან მეტს არაფერს უნდა ელოდო ადამიანი, ისეთი რაღაცები იკადრა. ჯერ ერთი, სერიოზულადაც არ უნდა მივიღოთ მისი განცხადებები იმიტომ, რომ არასერიოზული ადამიანია, არასერიოზულად აღიქვამენ, ჩვენთანაც ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ იყო გედევან ფოფხაძე“, – ასე გამოეხმაურა დღეს,თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ ვინმე ბიძინა ივანიშვილს ცეცხლს წაუკიდებს, მას არ ეწყინება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება გერმანიის ელჩმა აღნიშნულ განცხადებაზე მაშინ, როცა ფოფხაძის მიერ გამოცხადებული შიმშილობისას, ელჩმა ფიშერმა ის მოინახულა, კახა კალაძემ უპასუხა: „ფიშერიც შიმშილობდა, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით, თორემ ისიც შიმშილობდა ჩუმად სახლში“.
„რა განცხადებას ელოდებით გერმანიის ელჩისგან? ის ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე. არის წამხალისებელი ბოროტების, სიძულვილის, რომელსაც გარე ძალები აღვივებენ ქვეყანაში და არის ამ დაჯგუფების, ამ ექსტრემიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ეს ადამიანი ყველა წითელ ხაზს, ყველა დიპლომატიურ ჩარჩოს გაცდა, მისი ქმედებებითა და განცხადებებით. ამ ტიპის ქმედებები და განცხადებები, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, პირველ რიგში, მისთვის. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ის პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი სიმართლე არ არსებობს მის განცხადებებსა და ქმედებებში. კანონით გაწერილია, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს დიპლომატი. საერთოდ ყველანაირი კანონიდან ამოვარდნილია და ყველანაირ ჩარჩოებს მიღმა არის.
გავიხსენოთ, თუნდაც საპარლამენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ეს ადამიანი როგორ იქცეოდა. ეს წარმოუდგენელია – არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში მსგავს ქმედებებს სხვა ქვეყნების ელჩებს არ აპატიებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა