“ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან – რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება და აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის” - კახა კალაძე ოპოზიციაზე
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, იმ მოქალაქეების მიზანი, რომლებიც ყოველდღიურად აქციებს აანონსებენ, ძალიან მარტივია – როგორმე დაძაბულობა შემოიტანონ და ხელი შეუშალონ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მმართველი გუნდი ამომრჩეველს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას დასრულებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ, ოპოზიცია კი მხოლოდ და მხოლოდ იმ მოქალაქეების კრიტიკითაა დაკავებული, რომლებიც მათ მხარს არ უჭერს.
„საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მიზანი ძალიან მარტივია – როგორმე შემოიტანონ დაძაბულობა. მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ხომ ხედავთ გაუბედურებული, 30 აკაცუკი რა მდგომარეობაშია – „გაფარჩაკებულები“ არიან, არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ. ჩვენ ყოველდღიურად ვაანონსებთ გზების პროექტების დასრულებას, სიახლეებს, ისინი აანონსებენ აქციებს; ჩვენ ყოველდღიურად საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალ პარკებთან, დასრულებულ სკვერებთან, რეაბილიტირებულ რეკრეაციულ არეალებთან დაკავშირებით, ისინი კეტავენ ქუჩებს და უდიდეს დისკომფორტს უქმნიან ადამიანებს; ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს, ვესაუბრებით ქვეყნის მომავალზე, თბილისთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან – რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის და მერე უკვირთ, „ქართულ ოცნებას“ და პირადად მე, რატომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე