“ერთი მასხარა იყო, საკრებულოდან ასე არის ცნობილი” - ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილზე
„ანიტაზე და მის პარტნიორ, რუსულ ბანზე რა უნდა გითხრა? ერთი მასხარა იყო, საკრებულოდან არის ასე ცნობილი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვუხდით ფულს, რომ თავისი კოლეგები დაესმინა და ანიტად ყოფილა რეგისტრირებული. ბურჭულაძე კი, 2008 წლის შემდეგ პუტინს უმღეროდა,“ – ამის შესახებ, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციები რომ დაიწყო, „ხაბე“ ამბობდა, ორი დღე და ესენი გაიქცევიანო, არადა, უკვე 297-ე დღეა.
„ანიტაზე და მის პარტნიორ, რუსულ ბანზე რა უნდა გითხრა? ერთი მასხარა იყო, საკრებულოდან არის ასე ცნობილი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვუხდით ფულს, რომ თავისი კოლეგები დაესმინა და ანიტად ყოფილა რეგისტრირებული. ბურჭულაძე კი, 2008 წლის შემდეგ პუტინს უმღეროდა. ამ ხალხისგან რას უნდა ველოდოთ, რა რევოლუციას? ერთმანეთს აგიჟებენ. ეტყობა, დაფინანსება მიიღეს და ის, რომ გააპრავონ, ერთმანეთს აგიჟებენ. აქციები რომ დაიწყო, „ხაბე“ ამბობდა, ორი დღე და ესენი გაიქცევიანო, არადა, უკვე 297-ე დღეა. ეს არის მათი პოლიტიკა. ახლა გვეუბნებიან, არ გაიქცეთ, 5 ოქტომბერს დაგამთავრებთო. 4-ში ვერ ასწრებენ და 5-ში აფორმებენ გამარჯვებას, რევოლუციას. პაატა ბურჭულაძის მხრიდან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების გვარების დასახელება პროვოკაციაა, რადგან დარწმუნებული ვარ, ამ უსამშობლოებს გომელაური არასოდეს შეუერთდება. 2012 წლიდან რამდენმა დაგვტოვა იცით? ბევრმა, შეიძლება, მათ გულისხმობენ, გაგდებულებს. ბურჭულაძეს როგორ უნდა აჰყვეთ? აგვისტოს ომის შემდეგ პუტინს უმღეროდა და წუხილი არ ჰქონია. თურმე, ახლა პატრიოტია.
არ გამოვრიცხავ, ანიტას ვიღაცისგან ფული ჰქონდეს აღებული, რომ ბოლომდე დაძაბოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვენს საქმეს აკეთებდეს, ნიჰილიზმი გააჩინოს. აღმოჩნდა, რომ ფულს ვუხდიდით, რომ თავისიანები დაებეზღებინა. ეს კაცი ყველაფერს მოაწერს ხელს. არ დაგიჭერთ – ამ ეტაპზე მაინც, თუ ზღვარს გადავა და კანონს დაარღვევს, მერე კანონი ყველაზე გავრცელდება. ნაკლებად მოსალოდნელია რევოლუცია და ის, რომ გიჟებმა საფრთხე შეუქმნან ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა