“ერთი რაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, ინფორმატორი ანიტა – ლევან ხაბეიშვილი რეალობა ყოფილა” - ნინო წილოსანი
„ერთი რაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, ინფორმატორი ანიტა – ლევან ხაბეიშვილი რეალობა ყოფილა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, სოფო ჯაფარიძის, ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
„ის ადამიანები, ვინც სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას მჭიდრო კავშირში იყვნენ თურმე ნაციონალურ მოძრაობასთან და ახლაც რაღაც გარკვეული გეგმები ამოძრავებთ, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რამდენად სუფთა იყვნენ თავიანთ საქმიანობაში. ინფორმაციის გადაცემა ალბათ ორმხრივი იყო. ეს ფაქტი ნამდვილად არ აძლევთ მათ ძალიან კარგ წინაპირობას. ამიტომ დაველოდებით გამოაშკარავდება თუ არა, ვინ კონკრეტულ პირებს გულისხმობენ და ვისთან ჰქონდა ანიტა ხაბეიშვილს და მისნაირებს ორმხრივად ინფორმაციის გაცვლის მცდელობა“, – განაცხადა წილოსანმა.
ინფორმაციით თანახმად, ის, რასაც მმართველი გუნდი მინიშნებით ამბობდა, სოფო ჯაფარიძისა და ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, პაატა ბურჭულაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, აქვს უტყუარი დასაბუთება, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებს კავშირი აქვთ ოპოზიციასთან და ისინი ძველ ქმედებებს ინანიებენ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს