"კახი, დამშვიდდი, დადინჯდი - დაელოდეთ ხალხის განაჩენს" - ლევან ხაბეიშვილი
სწორად გეშინია, დაგველოდეთ, 4 ოქტომბერს ივანიშვილი, შენ და შენნაირი „კუდაბზიკები“ დაელოდეთ ხალხის განაჩენს, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერს, კახა კალაძეს.
ხაბეიშვილის შეფასებით, კახა კალაძე „აბსოლუტურ ისტერიკაშია“.
„ეს კაცი ამ „ბრიქაობის“ ნაცვლად, დაინტერესებული რომ იყოს, ნოემბერ-დეკემბერში ადამიანები რომ დაასისხლიანეს, ერთი საქმე გამოეძიებინათ - ჟურნალისტები რომ დაასახიჩრეს, ქუჩაში რომ დასდევდნენ, მათ შორის თქვენს კოლეგებს, მაკა ჩიხლაძეს, გურამ როგავას, ერთი საქმე რომ ჰქონდეთ გამოძიებული, ვიტყოდი, რომ ადეკვატურად „იწელება“ ეს კაცი, მაგრამ რაც ვნახე, აბსოლუტურ ისტერიკაშია. „აბა, გაბედეთ“- იძახის და უკაცრავად, ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც კანონს და კონსტიტუციას გადადის. ესენია ის ხალხი, ვისაც კანონიც ფეხებზე ჰკიდიათ და კონსტიტუციაც, მძარცველები არიან და ეს არის მათი ყოველდღიურობა. კახი, ჩვენ გავბედავთ იმას, რომ თქვენ ვეღარ გაბედავთ ადამიანების წამებას. ჩვენ გავბედავთ იმას, რომ თქვენ ვეღარ მოიტაცებთ ჩვენს მოქალაქეებს და მერე სისხლის გუბეებს ვერ დააყენებთ ე.წ. პოლიციის ავტომობილებში. კი, ამას გავბედავთ და თქვენ არ წაგიცდეთ ხელი. დამშვიდდი, დადინჯდი, ეს ისტერიკა ცუდია, გუნდში გეტყვიან, რომ შენი გამომეტყველება ძალიან მშიშარა, მხდალი კაცის გამომეტყველებას ჰგავდა. სწორად გეშინია, დაგველოდეთ, 4 ოქტომბერს ივანიშვილი, შენ და შენნაირი „კუდაბზიკები“ დაელოდეთ ხალხის განაჩენს. მუდმივად ჩვენ და ხალხი ელოდება, ვის რამდენს მოჰპარავთ, ვის რამდენს მიუსჯით, ვის დაიჭერთ და ფიზიკურად გაუსწორდებით, 4 ოქტომბერს ახლა ჩვენ დაგველოდეთ, რა განაჩენს გამოვიტანთ. მათი მოწოდებებია, რომ „აბა, გაბედეთ უკანონობა“- არა კახი, აბა თქვენ გაბედეთ და ქართველ ხალხზე აღმართეთ ხელი. ამ შემთხვევაში, ნამდვილად მიიღებთ მრისხანებას“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის დაპირებები ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით მათივე მხარდამჭერების შესაგულიანებლადაა გამიზნული. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, თუ ვინმე კანონის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესი სამართლებრივი პასუხი გაეცემა. „ეს განცხადებები კეთდება თავიანთი მხარდამჭერებისთვის, რომ რაღაცნაირად შეაგულიანონ. ათას სისულელეს ამბობენ. ძალიან მარტივად ვიტყვი: აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ - გაეცემათ შესაბამისი პასუხი და უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი, ცხადია, კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე