“ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი „პარაა“, ზიტა და გიტა - ვინც კანონის წინააღმდეგ წასვლას გაბედავს, კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი” - კახა კალაძე
ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი „პარაა“, ზიტა და გიტა. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში რაიმე არეულობა მოაწყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძისმოწოდებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ვინც კანონის წინააღმდეგ წასვლას გაბედავს, ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი.
„ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი „პარაა“, ზიტა და გიტა. არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რაიმე არეულობა მოაწყოს. ვინც გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას, ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი, კანონის ფარგლებში.
ზოგადად რაც შეეხება ოპოზიციას, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად იციან რეალურად რა ხდება ქვეყანაში. არანაირი შანსი არ აქვთ იმის, რომ საზოგადოებაში მოიპოვონ გარკვეული მხარდაჭერა. „ქართული ოცნება“ ყველა ოლქში, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს როგორ მერების თვალსაზრისით, ასევე საკრებულოებში“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ გააკეთა განცხადება და საზოგადოებას 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე გაიმართება „სახალხო კრება“, სადაც გადაწყდება, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე