“არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია” - კახა კალაძე
„არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია“, – ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.
„პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ამას ჩვენ ხომ არ ვიგონებთ? ერთია ის, რაც კაბინეტებში ხდებოდა – პირდაპირი მუქარები იყო პრემიერ-მინისტრის, პარტიის თავმჯდომარის მისამართით, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო და უზრუნველყოფილი ვიქნებოდით ყველანაირი საბრძოლო მასალით. გარდა ამისა, გამოდიოდნენ მაღალი თანამდებობის პირები – უკრაინის უშიშროების მდივანი იყო მე მგონი, რომელიც გამოვიდა და პირდაპირ თქვა, საქართველო უნდა შეგვეხიდოს და მეორე ფრონტი გაიხსნასო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, შეხედულებით ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოს ინტერესები იქნება დაცული. არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ძაძიკი
- სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო
- “ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას” - ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ისევ აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულება რთული ყოფილა და ისევ მოითხოვა რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტა
- “სანქციები, რომელსაც ისინი რუსებს უწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის, ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ - ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ” - დონალდ ტრამპი ევროპაზე