“მაიკლ ჯექსონი ცოცხალი რომ იყოს, მათი ჩართულობით „თრილერს“ თავიდან გადაიღებდა” - კახა კალაძე გუშინდელ აქციაზე
„შეიძლება სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვთ, მაგრამ ამ მდგომარეობაში რომ ვხედავ ჩემი ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მძიმეა და ადამიანურად თანავუგრძნობ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც გუშინ საარჩევნო შტაბთან გამართული საპროტესტო აქცია შეაფასა.
კახა კალაძემ სამარცხვინოდ შეაფასა მოქალაქეების მხრიდან „ქართული ოცნების“ წევრის, ბექა ოდიშარიას მისამართით შეურაცხყოფისა და გინების ფაქტი.
„სამარცხვინო და სამწუხარო ფაქტი მოხდა. ამ ადამიანების სახეებს რომ ვუყურებდი, მაიკლ ჯექსონი ცოცხალი რომ იყოს, მათი ჩართულობით „თრილერს“ თავიდან გადაიღებდა. არც გრიმი დასჭირდებოდა, არც ვიზაჟისტები და არც კოსტიუმები. ესენი ჩვეულებრივი „ტიტუშკები“ არიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა. გუშინ ბექა იყო ობიექტი, იმის წინ სხვა ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ ზნეობა, კულტურა. შეიძლება სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვთ, მაგრამ ამ მდგომარეობაში რომ ვხედავ ჩემი ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მძიმეა, გული მტკივა და ადამიანურად თანავუგრძნობ. პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ. პატივი ვცეთ ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და ერთმანეთს არც ფიზიკური, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მივაყენოთ.
მთელი საღამოს განმავლობაში, იქ მდგომი ადამიანები შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები, რაღაცებს ისროდნენ. ხომ გახსოვთ როგორ იგინებოდნენ ბექას მისამართით. ადამიანები ვართ. აბა თქვენ რომ მაგინოთ, მე დავდგები და უი, თქვენ გენაცვალეთი მოგმართავთ? შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია და არ ვემხრობი ამას, მაგრამ ორმაგი სტანდარტი რატომ გაქვთ?“, – განაცხადა თბილისის მერმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს