“გუშინ ვიხილეთ „ნაცი ტიტუშკები” და „ნაცი ორკები” და სწორედ ასეთია აქციებზე მდგომი „ენჯეოების” სახეც, ისინი არიან არქიფოს მრევლი, არაფრით განსხვავდებიან „ნაცი ტიტუშკებისგან” და „ორკებისგან” - ირაკლი კობახიძე
აქციებზე მდგომი „ენჯეოების” წარმომადგენლებიც ჩვეულებრივად არიან არქიფოს მრევლი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან, უფრო სწორად თვითონ არიან „ორკების” შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტებს „ენჯეოებთან” დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მათგანაც დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
„გუშინ რომ ვიხილეთ ჩვენ „ნაცი ტიტუშკები” და „ნაცი ორკები”, სწორედ ასეთია ამ „ენჯეოების” სახეც. ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში ისაა, რომ ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათგანაც დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები,”- განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე