კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა
თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის მესამე ვადით კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა. 20 კანდიდატიდან 5 ქალია, 2 სპორტსმენი, 7 უკვე ყოფილა საკრებულოს დეპუტატი.
"პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანები" - ასე დაახასიათა კალაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები. 20 კაციანი სია, რომელიც მან დღეს ქართული ოცნების ოფისში წარადგინა, ასე გამოიყურება:
- შალვა სუთიაშვილი - მორაგბე, ეროვნული ნაკრების კაპიტანი. კალაძემ წარდგენისას ხაზი გაუსვა იმას, რომ არის 4 შვილის მამა, რომელმაც საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო.
- თინათინ ნიბლოშვილი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
- ბექა დავითულიანი - ყოფილი პარლამენტისა წევრი, საკრებულოს ყოფილი წევრი, განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე.
- გურამ ნიკოლაშვილი - ისტორიკოსი და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი;
- ნიკოლოზ კახეთელიძე - საკრებულოს წევრი 2021 წლიდან;
- ნინო ვარდოსანიძე - საკრებულოს წევრი 2021 წლიდან, აქვს საქართველოს პარლამენტში მუშაობის გამოცდილებაც;
- ავთანდილ ცინცაძე - მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, საკრებულოს წევრი 2021 წლიდან.
- კონსტანტინე ზარნაძე - თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გლდანიდან.
- ბექა ოდიშარია - ყოფილი პარლამენტარი;
- ოთარ ჩრდილელი - ყოფილი პარლამენტარი.
- გიორგი ხუროძე - ფინანსისტი;
- კახა ბერაძე - ეკონომისტი;
- ლევან არველაძე - საკრებულოს დეპუტატი
- ლევან აბაშიძე - განათლების სამინისტროში მანდატურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის უფროსი, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი.
- ალექსანდრე მუკათარიძე - ქართული ოცნების ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღანელი.
- ნოდარ ბოკერია - საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი გაეროში.
- მარიამ გრიგოლიშვილი - პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის აპარატის თანამშრომელი.
- ლუკა ძაძამია - სამართალმცოდნე.
- ქეთევან ჭავჭანიძე - ჟურნალისტი, პოეტი, ლექსების კრებულის ავტორი, ჩუღურეთის რაიონში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.
- ლალი კოლომიკოვი - ფილოლოგი, საჯარო მმართველობის მაგისტრი;
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
სიახლეები
- ძაძიკი
- სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო
- “ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას” - ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ისევ აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულება რთული ყოფილა და ისევ მოითხოვა რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტა
- “სანქციები, რომელსაც ისინი რუსებს უწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის, ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ - ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ” - დონალდ ტრამპი ევროპაზე