“ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნა ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ძლიერია და გაურკვეველი დაფინანსების წყაროები შეუქმნა, ხოლო დღეს ქმნის ილუზიას, თითქოს, რევოლუციის თავი ჰქონდეს” - გიორგი გახარია
“ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნა ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ძლიერია და გაურკვეველი დაფინანსების წყაროებიშეუქმნა, ხოლო დღეს ქმნის ილუზიას, თითქოს, რევოლუციის თავი ჰქონდეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ამასთან, გახარიას თქმით, არ შეიძლება, როდესაც პოლიტიკური ძალა ასახელებს თარიღებს და ამბობს, რომ კონკრეტულ დღეს „გადაწყდება ყველაფერი“.
„არ შეიძლება, პოლიტიკური ძალები, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ 4-ში გადაწყდება ყველაფერი, ამა და ამ დღეს, ამა და ამ ადგილას, ამა და ამ საათზე! იდიოტობაა. ეს ერთი.
ან მეორე, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხედავენ, რომ „ოცნებამ “ ბოლო სამი არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციის ხარჯზე მოიგო - 2021 წლის არჩევნები მოიგო სააკაშვილის ჩამოსვლის ხარჯზე, 2024 წლის არჩევნები მოიგო იმის ხარჯზე, რომ გაყო, გახლიჩა „ნაციონალური მოძრაობა“, გაურკვეველი დაფინანსების წყაროები შეუქმნა და შექმნა ილუზია, რომ თურმე „ნაცმოძრაობა“ იმდენად დიდია და ძლიერია და უკვე ორნი არიან, ესენი რაღაცას იზამენ, დღეს აკეთებს იმას, რომ თურმე რევოლუციას ამზადებს 4 ოქტომბერს ვიღაც პოლიტიკური ძალა. ხომ არ შეიძლება, ყოველ ჯერზე, ყოველ წელს ერთი და იგივე იდიოტური შეცდომები ჩავიდინოთ?! სად არიან ის ადამიანები, რომლებიც 2024 წლის არჩევნების დროს ბიზნესიდან პოლიტიკურ აქტივობებში იყვნენ ღიად ჩართულები, რაღაც პარტიებს აფინანსებდნენ და იცემდნენ გულში, ამბობდნენ, ისინი ოპოზიციური ფლანგი გახდებოდნენ. სად არიან?“, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე