“ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა მშვიდობის, განვითარების და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით” - ირაკლი კობახიძე
“როდესაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების ან მშვიდობის, კეთილდღეობის დათმობას, არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე, ეს არის არასწორი დილემა”, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით სურს.
„როდესაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების ან მშვიდობის, კეთილდღეობის დათმობას, არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე, ეს არის არასწორი დილემა. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში პრინციპებს ვერ გადავუხვევთ”, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე