“იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და დემოკრატიული სისტემა გაჯანსაღდება” - ირაკლი კობახიძე
ჩვენ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბახმაროში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის კუთხით ტენდენციები შემაშფოთებელია.
„თქვენ იცით, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი დეკლარირებული მიზანი, ასევე გაცხადებული გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90%-ზე მეტს შევასრულებთ. მზად ვიქნებით 2030 წლისთვის თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები. დღეს, ტენდენციები არის შემაშფოთებელი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის კუთხით. სამწუხაროდ, ყველა მიმართულებით არის უკუსვლა. იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ეს ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება ევროკავშირის მასშტაბით დემოკრატიული სისტემა. უკეთ იქნება დაცული ადამიანის უფლებები და გაძლიერდება ეკონომიკა. “, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა