“ძალები, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის გაღვივებას აფინანსებდნენ, თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ და ალტერნატიული ფორმები მოიფიქრეს - ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები, მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება” - ირაკლი კობახიძე
მოიფიქრეს რაღაც ალტერნატიული ფორმები და ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის მოსაზრებით, საქართველოში პოლარიზაციის გასაღრმავებლად დიდი ბრიტანეთი „დიფ-სთეითს“ აქტიურად იყენებს.
„ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. თქვენ ხედავთ, რომ „დიფ-სთეითი“ განსაკუთრებულად აქტიურად იყენებს დიდი ბრიტანეთს პოლარიზაციის გაღრმავებისთვის ჩვენს ქვეყანაში, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, პირველ რიგში, გამჭვირვალობის, ე.წ. ფარას კანონით, ასევე „გრანტების შესახებ“ კანონით. ვხედავთ, რომ პოლარიზაცია რადიკალურად არის შემცირებული იმიტომ, რომ ის ძალები, რომლებიც მანამდე გაუმჭვირვალედ აფინანსებდნენ საქართველოში პოლარიზაციის, სიძულვილის გაღვივებას, დღეს, ასე თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ, თუმცა ხედავთ, რომ მოიფიქრეს რაღაც ალტერნატიული ფორმები და ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ევროპული ძალები ასოცირდებიან საქართველოში სიძულვილის გაღვივების მცდელობასთან. ეს არის მართლაც შემაშფოთებელი“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე