“ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას” - ირაკლი კობახიძე
ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბახმაროში, ჟურნალისტებს „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის” შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ევროკავშირის ათამდე ქვეყანას უსწრებს არაერთი პარამეტრით.
„ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ოცეულშია ფაქტობრივად ყველა პარამეტრით ევროპის მასშტაბით, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ათამდე ქვეყანას ვუსწრებთ არაერთი პარამეტრით. ეს არის ობიექტური შეფასება. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, პოლიტიკური თამაშებია, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, ჭეშმარიტებასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს არის განსხვავებული ვითარება, ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე. მაქვს იმედი, რომ ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში”, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს