“ამ ადამიანმა მაშინ გაიუფასურა თავი, როდესაც მემარცხენე ადამიანის უფლებების დამცველი შეუერთდა თაღლითების პარტიას” - წილოსანი ირაკლი კუპრაძეზე
”ამ ადამიანმა მაშინ გაიუფასურა თავი, როდესაც მემარცხენე ადამიანის უფლებების დამცველი შეუერთდა თაღლითების პარტიას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ მერობის საერთო კანდიდატზე, ირაკლი კუპრაძეზე საუბრისას განაცხადა.
„სრულებით არ აქვს მნიშვნელობა, ვისი სახით მოგვევლინება ეს ორი გაერთიანებული იდეოლოგიურად „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებზე – არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი და აბსოლუტური გამარჯვებით“, – განმარტა წილოსანმა.
ცნობისთვის, პარტიებმა – „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე