“საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს” - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და სოფელს ეხება.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს და საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
„არჩევნებისთვის მზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც უკავშირდება თითოეულ ქალაქს, რაიონს, სოფლებს, კონკრეტულ ოჯახებს. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. თბილისზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, თუ რა პროექტები განხორციელდა, თუმცა, ცხადია, არსებობს ბევრი პრობლემა და გამოწვევა. გვაქვს სრული მზაობა, საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი ხედვა, გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანა, ქალაქები, სოფლები უკეთესობისკენ და კიდევ უფრო მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მშვიდობის შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„კანდიდატებს რაც შეეხება, მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ატარებს ქართულ პოლიტიკას, იცავს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, თითოეული ქართველის ინტერესს. რა თქმა უნდა, საზოგადოება, მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს ამ ყველაფერს, მით უმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენთან, რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ხდება. ამიტომ, მშვიდობის შენარჩუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. პარალელურად, საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე