“აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
,,დღეს, აქ ვიმყოფებით, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ეროვნულ გმირებს იმისთვის, რომ მათ ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის. პატივი და დიდება მათ ხსოვნას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც მან აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
მისი თქმით, საქართველოს გმირი ჯარისკაცები ყოველთვის ჰყავდა.
„საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება. აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე