“წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
წლების განმავლობაში, ეს ადამიანები აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? ეს ნიშნავს, რომ უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, „ნაცობა” არის კატასტროფა და „ნაცობა” და ლოგიკა ერთმანეთთან არ არის თავსებადი.
„რაც შეეხება თარიღს, კიდევ ერთი კატასტროფა, რაც უკავშირდება „ნაცობას” და „ნაცობის” ალოგიკურობას, ეს არის თარიღთან დაკავშირებული. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2009, 2010, 2011, 2012 წლების განმავლობაში, ეს ადამიანები აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? ეს ნიშნავს, რომ უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”. გაემიჯნეთ „ნაციონალურ მოძრაობას”. არ შეიძლება, მუშაობდე ტვ პირველში და ფორმულაში იმიტომ, რომ ეს ნიშნავს „ნაცობას” და სირცხვილს”, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე