“ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი
,,ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, აგვისტოს ომის 17 წელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს დღე, ყველას აფიქრებს იმაზე, თუ რამდენად მყიფეა მშვიდობა.
„დღეს ვიხსენებთ 17 წლის წინ აგვისტოში დაღუპულ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, დაღუპულ მოსახლეობას. 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1500-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. 125 სოფელზე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი. ეს დღე ჩვენ ბევრ რამეზე გვაფიქრებს. გვაფიქრებს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ გმირობაზე, ჩვენს მოსახლეობაზე, რომელიც იძულებული იყო საომარი ტერიტორიიდან გამოსულიყო და იმაზე, რამდენად მყიფეა მშვიდობა. დღესაც ისევე მყიფეა მშვიდობა და მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, თუ ჩვენი საზოგადოება ბრძნულად არ იმოქმედებს. ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე