“მავნებლობით ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მეტი რესურსის მფლობელია დესტაბილიზაციისთვის” - გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არანაირად არ მოსწონს და არანაირად არ უჭერს მხარს იმას, რომ კონსტიტუციასთან სიახლოვეს მყოფი რაიმე პროცესი განვითარდეს. ეს არის უბედურება, რომელიც გუშინ ვიხილეთ, „- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, აქციის მონაწილეებსა და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრებს შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„მავნებლობით ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მეტი რესურსის მფლობელია დესტაბილიზაციისთვის და რომელი უკეთ შეასრულებს მარიონეტის როლს. ეს ამოცანა დღის წესრიგში რჩება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დაპირისპირება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, ინდიკატორია იმ შინაარსისა, რისი მატარებელიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – არანაირი ქმედება, რომელიც ახლოს არის საქართველოს კონსტიტუციასთან და ზოგადად, დემოკრატიულ საზოგადოებასთან და დღის წესრიგთან“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებსა და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრებს შორის რუსთაველის გამზირზე სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გრიგოლ გეგელიას ადგილზე ყოფნა გააპროტესტეს. გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვება მოუწიათ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე