,,თვითმმართველობის არჩევნებში „ხალხის ძალა“ წარმოდგენილი იქნება როგორც პარლამენტში, ასევე მუნიციპალურ დონეზე" - გურამ მაჭარაშვილი
„თვითმმართველობის არჩევნებში ერთობლივად, კოალიციურად მივიღებთ მონაწილეობს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„თვითმმართველობის არჩევნებში, კონსულტაციების საფუძველზე, ერთობლივად, კოალიციურად მივიღებთ მონაწილეობს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი, როგორც პარლამენტში ვართ წარმოდგენილი, ასევე მუნიციპალურ დონეზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ისინი, რომლებიც არიან შერჩეული თბილისის საკრებულოს კანდიდატებად, იქნებიან წარმატებულები. უმეტესმა მათგანმა ძალიან კარგად იცის თბილისის და ნებისმიერი უბნის ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლების, სოციალური, კულტურული, ნებისმიერი მიმართულებები. თავიანთი უბნების ამომრჩევლების სატკივარი და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ სამაჟორიტაროში ყველა მათგანს ექნება წარმატება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე