“ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ჩვენთვის რელიგიური გრძნობები, ჩვენი ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები უპირატესია და ამას ვერანაირ სხვა ბენეფიტზე ვერ გავცვლით” - ნინო წილოსანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
„არის თუ არა ეს იმის დადასტურება, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება იქნებოდა აუცილებელი წინაპირობა საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობების? დიახ, არის. როდესაც უკრაინას – ომში მყოფ ქვეყანას სთხოვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიღებას და ეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი წამყვანი პირობაა, რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპული პოზიცია არის ჩვენი განაცხადი, რომ ჩვენთვის რელიგიური გრძნობები, ჩვენი ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები უპირატესია და ამას ვერანაირ სხვა ბენეფიტზე ვერ გავცვლით“, – აცხადებს წილოსანი.
ცნობისთვის, შვედეთი უკრაინისგან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხის დარეგულირებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება შვედეთის პრემიერმა უკრაინელი ლგბტ თემის წარმომადგენლების მასპინძლობის შემდეგ გაავრცელა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე