“საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
„ადამიანი იყო თაღლითი, რადიკალი. როდესაც ასეთ ადამიანთან დებ ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა, არის სრული პასუხისმგებლობა მათი, რომ აქ მაინც გამოიჩინონ გამჭვირვალობა! გავიგე, რომ გრანტების ფულს არ ასაჯაროებენ და გვიმალავენ, მაგრამ გაასაჯაროონ თავისივე ხელშეკრულებები,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატები იმასაც ამბობდნენ, რომ ანაკლიისთვის ყველაფერი გააკეთეს და თურმე, ქართველ ხალხს მათი ვალი ჰქონდა, მაგრამ მოიარეს მთელი სამყაროს სასამართლოები და ყველგან დამარცხდნენ.
„მათ რომ სიტყვაზე არ ენდობა ადამიანი, ეს ხომ ფაქტია, მით უმეტეს, როგორც ახლა გავეცანი, ერთი ადვოკატი უარყოფს, რომ მე არ ვიყავიო, მეორე არ იძებნება. ზოგადად, გაურკვეველია, ვინ არიან ეს ოჯახის ადვოკატები. საკითხი მარტივია. საქმე ეხება პოლიტიკურად აქტიურ პირებს. ეს საერთაშორისო ტერმინია ადამიანების, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში და მათ მიმართ არსებობს განსაკუთრებული დამოკიდებულება სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას.
ასე, რომ როგორც ხაზარაძე, ისევე გერმანიის ელჩი, ორივე არიან პოლიტიკურად აქტიური პირები. ამიტომ საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით, ეს ელჩი, როდესაც ბინას, სადაც ის პირადად ცხოვრობს, სახლს ქირაობს თაღლითობისთვის მსჯავრდებული ადამიანისგან და იმ მომენტში, როდესაც მან იქირავა, როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, იმ მომენტში ხაზარაძე უკვე მსჯავრდებული იყო თაღლითობისთვის, იმ მომენტში ხაზარაძეს უკვე დატოვებული ჰქონდა წინა მოწვევის პარლამენტის მანდატი, ანუ ადამიანი იყო თაღლითი, რადიკალი. როდესაც ასეთ ადამიანთან დებ ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა, არის სრული პასუხისმგებლობა მათი, რომ აქ მაინც გამოიჩინონ გამჭვირვალობა! გავიგე, რომ გრანტების ფულს არ ასაჯაროებენ და გვიმალავენ, მაგრამ გაასაჯაროონ თავისივე ხელშეკრულებები და გვაჩვენონ, რასთან არის საქმე. ხომ არ იყო აქ რაღაც უპირატესი მდგომარეობის შექმნა? ისმის კითხვები და ვერ გასცეს პასუხი, ამ გარიგებიდან იხდიდა გადასახადებს, თუ – არა? უმარტივესი კითხვებია, რომელზეც შეიძლება მარტივი პასუხების გაცემა, მაგრამ, როდესაც ბუნდოვანია ამაზე პასუხები, რა თქმა უნდა, ეჭვები არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა