“პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა, უხეში სიტყვის თქმაც კი დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება” - გია ვოლსკი მზია ამაღლობელზე
“პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა და ფიზიკური ზემოქმედება, უხეში სიტყვის თქმაც კი განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება – საქართველოს წინააღმდეგ შექმნილ სცენარში ერთ-ერთი დეტალი პოლიციელისთვის შეურაცხყოფაა, “- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიციელის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება არა იმიტომ, რომ დანაშაულის ჩადენა კონკრეტული ადამიანის მიმართ ხდება, არამედ ამ შემთხვევაში პოლიციელი არის სახელმწიფოს დაცვის სიმბოლო.
„ამ თემაზე შეიძლება ადამიანურად იმსჯელო და თქვა, დასანანია, რომ ქალბატონია დასჯილი, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიციელისათვის არა თუ ხელის დარტყმა და ფიზიკური ზემოქმედება, არამედ უხეში სიტყვის თქმაც კი განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება – ამის მაგალითები გვაქვს.
პოლიციელის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება არა იმიტომ, რომ დანაშაულის ჩადენა კონკრეტული ადამიანის მიმართ ხდება, არამედ ამ შემთხვევაში პოლიციელი არის სახელმწიფოს დაცვის სიმბოლო.
პოლიციელისთვის ხელის გარტყმა არის გარკვეული წინასწარდაგეგმილი ქმედება იმისთვის, რომ დაუსჯელობის და განუკითხაობის ატმოსფერო შეიქმნას, რომ სახელმწიფოს სტრუქტურები არ არსებობს, რომ შეიძლება პოლიციელის ხელი დაარტყა და ამისთვის არაფერი მოგივიდეს. იგივე რომ ნებისმიერ დემოკრატიაში მოხდეს, პასუხი ძალიან მძიმე იქნება – დაწყებული ფიზიკური ზემოქმედებიდან, დასრულებული სასამართლო გადაწყვეტილებით.
ადამიანურად ახალგაზრდა ქალის მიმართ შეიძლება ემპათია გამაჩნდეს, მაგრამ არსებობს კოდექსი, კანონი და კანონი ყველამ უნდა დაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევის პროცესი განვითარდება.
ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შექმნილი სცენარი, რომელშიც ერთ-ერთი დეტალი არის პოლიციელისთვის შეურაცხყოფა, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია